TypeScript-ის მოკლე შესავალი
ტაიპსკრიპტი არის ჯავასკრიპტზე დაშენებული, ძლიერად ტიპიზირებული ენა. მარტივი სიტყებით რომ ვთქვათ, ტაიპსკრიპტი არის იგივე ჯავასკრიპტი, ოღონდ ტიპებით - ტაიპსკრიპტში საჭიროა, რომ ყველა ცვლადს, კლასს, ფუნქციის არგუმენტებსა თუ ფუნქციის დაბრუნებულ მნიშვნელობებს ჰქონდეთ კონკრეტული ტიპი. ტაიპსკრიპტის საშუალებით კოდის წერის პროცესშივე შეგვიძლია იმ პრობლემების აღმოფხვრა, რომლებმაც ჯავასკრიპტის დეველოპმენტის დროს შეიძლება ძალიან გვიან იჩინონ თავი.
ტაიპსკრიპტი არ არის ჯავასკრიპტის ჩამნაცვლებელი, რადგან ბრაუზერში (ან ნოუდში) ტაიპსკრიპტი არ მუშაობს. მაგრამ ტაიპსკრიპტს მოყვება თავისი ქომფაილერი, რომელიც ტაიპსკრიპტის კოდს ჩვეულებრივ ჯავასკრიპტად გარდაქმნის. ტაიპსკრიპტით დეველოპმენტის შედეგად, ბრაუზერი ისევ ჯავასკრიპტს იყენებს, მაგრამ პლიუსი ის არის, რომ ტაიპსკრიპტის ქომფაილერი (ან მისი ინტეგრირებული ვარიანტი კოდის ედიტორში) პრობლემებს დაქომფაილების პროცესში აფიქსირებს. შედეგად კოდის წერის პროცესში - ედიტორშივე - დავინახავთ თუ კოდი ხარვეზიანია.
ტაიპსკრიპტი ფართოდ გამოიყენება ვებ დეველოპმენტში. ის Angular ფრეიმვორქის ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილია და ასევე ხშირად გამოიყენება React-სა და Vue-შიც.
ამ თავში ვისწავლით: