მარტივი routing
შევქმნათ ახალი ანგულარის აპლიკაცია და ორი მთავარი კომპონენტი, რომელზეც გადავინაცვლებთ url-ის შეცვლით.
ng generate component first
ng generate component second
ახლა ისე ვქნათ, რომ /first
მისამართზე გამოვაჩინოთ FirstComponent

ხოლო /second
მისამართზე - SecondComponent

თუ დააკვირდებით, ანგულარის ვორქსფეისში უნდა გვქონდეს app.routes.ts
ფაილი, სადაც ჩვენ რაუთინგის კონფიგურაცია შეგვიძლია. სწორედ აქ დავაიმპორტებთ
ჩვენ კომპონენტებს.
import { Routes } from "@angular/router";
import { FirstComponent } from "./first/first.component";
import { SecondComponent } from "./second/second.component";
export const routes: Routes = [];
routes
არის ცვლადი, სადაც ჩვენ რაუთების კონფიგურაციას შევინახავთ.
ეს მასივი არის Routes ტიპის. ეს ცვლადი უნდა დავაექსპორტოთ
რათა ის გადავცეთ აპლიკაციის კონფიგურაციას, რომელიც ამ რაუთინგის
კონფიგურაციას აამუშავებს.
app.config.ts
-ში პროვაიდერების მასივში არის ჩასმული
provideRouter
ფუნქცია, რომელიც იღებს ჩვენთვის უკვე ნაცნობ routes
ცვლადს.
ამ კოდს ანგულარის CLI წინასწარ გვიმზადებს, თუმცა თუ აპლიკაცია CLI-ით
არ შეგვიქმნია, ეს ხელით უნდა დავწეროთ.
import { ApplicationConfig } from "@angular/core";
import { provideRouter } from "@angular/router";
import { routes } from "./app.routes";
export const appConfig: ApplicationConfig = {
providers: [provideRouter(routes)],

დავუბრუნდეთ app.routes.ts
-ს და რაუთები განვსაზღვროთ.
import { Routes } from "@angular/router";
import { FirstComponent } from "./first/first.component";
import { SecondComponent } from "./second/second.component";
const routes: Routes = [
{ path: "first", component: FirstComponent },
{ path: "second", component: SecondComponent },

routes-ის მასივში ვამატებთ ობიექტებს, სადაც შეგვიძლია შემდეგი თვისებების განსაზღვრა:
path
: მისამართი, რომელზეც უნდა ჩავტვირთოთ სასურველი კომპონენტი. მიაქციეთ ყურადღება, რომ აქ თავიდან დახრილ ხაზს არ ვწერთ, თუმცა საუბარი გვაქვს სწორედ/first
მისამართზე.component
: აქ მივუთითებთ იმ კომპონენტის კლასს, რომელიც გვინდა რომ მოცემულ მისამართზე ჩაიტვირთოს.
ახლა გვჭირდება AppComponent
-ის თემფლეითში router-outlet
-ის განთავსება.
ასე ანგულარს ეცოდინება რომ აქ უნდა მისამართის მიხედვით განვათავსოთ კომპონენტები.
<router-outlet></router-outlet>
რადგან router-outlet
standalone კომპონენტია, ის უნდა AppComponent-ის
იმპორტების მასივში დავამატოთ:
import { RouterOutlet } from "@angular/router";
@Component({
standalone: true,
imports: [RouterOutlet],

export class AppComponent {}
ახლა თავიდან ბრაუზერში არაფერი გამოჩნდება, მაგრამ თუ ხელით შევცვლით მისამართს
http://localhost:4200/first
-ზე ან http://localhost:4200/second
-ზე,
სათანადო კომპონენტების მარკაპს დავინახავთ.
რა თქმა უნდა, ამის ხელით შეცვლა არ გვინდა. უნდა არსებობდეს ნავიგაციის ლინკები.
AppComponent
-ში შევქმნათ მინიმალური ჰედერი ნავიგაციით.

First

Second

<router-outlet></router-outlet>
routerLink
არის ანგულარის დირექტივი, როგორც ერთგვარი href
-ის ალტერნატივა.
კომპონენტის იმპორტებში საჭირო იქნება RouterLink
-ის დამატება @angular/router
-დან.
თუ ანგულარის რაუტერიდან კომპონენტში ბევრ სხვადასხვა კლასს ვიყენებთ, შეგვიძლია პირდაპირ
RouterModule
-ის შემოტანა, რათა ყველა დირექტივი, კომპონენტი თუ პროვაიდერი ერთიანად
ხელმისაწვდომი გახდეს:
import { RouterModule } from "@angular/router";
@Component({
imports: [RouterModule],

routerLink
-ში ყურადღება მიაქციეთ,
რომ მისამართები /
-ით იწყება. ამით ვაზუსტებთ, რომ გვინდა
root
მისამართს + /first
ლინკზე გადასვლა და არა
მიმდინარე მისამართს + first
. ეს არის ის მისამართები, რომლებიც
როუთის კონფიგურაციაში მივუთითეთ path
თვისებაზე.
ჰედერი ერთ ადგილას რჩება, ხოლო მის ქვეშ, აუთლეტის საშუალებით,
კომპონენტები იცვლება routerLink-ის წყალობით. აქვე შეგვიძლია გამოვიყენოთ
routerLinkActive
თვისება, რომელსაც ვუწერთ ერთ ან მეტ კლასის
სახელს რომელიც ამ ელემენტს უნდა მიენიჭოს, როცა მომხმარებელი
ამ მისამართზეა. ჩვენ ელემენტებს active
კლასი მიენიჭებათ.
დავუბრუნდეთ app.routes.ts
-ს და ჩვენი როუთების სიას.
ვთქვათ გვსურს, მომხმარებლის გადამისამართება: როცა
მომხმარებელი აპლიკაციას ხსნის, გვინდა რომ ის გადავამისამართოთ
/first
გვერდზე.
export const routes: Routes = [
{ path: "first", component: FirstComponent },
{ path: "second", component: SecondComponent },
{ path: "", redirectTo: "first", pathMatch: "full" },

ჩვენ ახლა მივუთითებთ, რომ მთავარ path-ზე, მომხმარებელი უნდა გადავამისამართოთ
first
-ზე. რადგან first
როუთი უკვე დარეგისტრირებული გვაქვს, მისი კომპონენტი
ჩაიტვირთება. pathMatch
გულისხმობს path
-ის რა ნაწილი უნდა ემთხვეოდეს მიმდინარე
მისამართზე. ვინაიდან ჩვენ აქ ცარიელ სტრინგს მივუთითებთ, რაც მთავარი გვერდია,
pathMatch
-ის full
-ზე დაყენების გარეშე ანგულარი ნებისმიერი მისამართიდან გადაგვიყვანდა
first
-ზე თუკი ის path
-ში მითითებულ პატერნს შეიცავს. ცარიელ სტრინგს ყველა მისამართი
შეიცავს, ამიტომ ეს პრობლემური იქნებოდა. pathMatch: "full"
-ით ვამბობთ, რომ თუკი
მთლიანი მისამართი არის ""
, მაშინ მოხდეს გადამისამართება.
ახლა, როგორც კი აპლიკაციას გავხსნით, მაშინვე /first
-ზე ვიქნებით.
გაითვალისწინეთ, რომ როუთების თანმიმდევრობას მნიშვნელობა აქვს. ჩვენ უფრო სპეციფიკური
მისამართები უნდა მოვათავსოთ თავში, და მას უნდა მოჰყვეს ნაკლებად სპეციფიკური მისამართები.
მაგალითად, ჯერ first/hello
და შემდეგ first

ეს იმიტომ არის საჭირო, რომ ანგულარი პრიოერიტეტს ანიჭებს იმ მისამართს, რომელიც მას
მასივში პირველად შეხვდება.
Wildcard Route
ზოგჯერ გვაქვს ისეტი მისამართი, რომელზეც არანაირი კომპონენტის ჩატვირთვა
არ გვაქვს გათვლილი. ამ დროს მომხმარებელს უნდა ვაცნობოთ რომ გვერდი ვერ მოიძებნა.
ამისათვის შეგვიძლია შევქმნათ page-not-fount
კომპონენტი:
ng g c page-not-found
და მის თემფლეითში რაღაც ასეთი დავწეროთ:

Page Not Found

ახლა რაუთინგის კონფიგურაციაში აღვნიშნოთ, რომ ყველა რაუთზე ჩაიტვირთოს ეს კომპონენტი:
export const routes: Routes = [
{ path: "first", component: FirstComponent },
{ path: "second", component: SecondComponent },
{ path: "", redirectTo: "first", pathMatch: "full" },
{ path: "**", component: NotFoundComponent },

გულისხმობს ე.წ wildcard რაუთს. ანგულარის რაუთერი მასივში ზემოდან
ქვემოთ ჩამოუყვება მომხმარებლის მიერ გახსნილ რაუთს და შეამოწმებს თუ რომელი
ჩვენ მიერ განსაზღვრული path
ემთხვევა მას. თუ არც ერთი path
არ დაემთხვა,
უკანასკნელი ვარიანტი, რომელიც **
არის მას გარანტირებულად დაიჭერს და
NotFoundComponent
-ს გახსნის.
Lazy Loading
ზოგჯერ რესურსების დასაზოგად საშუალება გვაქვს რომ კომპონენტის კოდი იქამდე არ
ჩავტვირთოთ ბრაუზერში, სანამ მომხმარებელი ამ კომპონენტისთვის საჭირო რაუთზე
არ გადაინაცვლებს, ანუ ჩვენ შეგვიძლია კომპონენტების “ზარმაცად ჩატვირთვა”.
ამისთვის ვიყენებთ loadComponent
თვისებას და ჯავასკრიპტისimport
ფუნქციით
ვაიმპორტებთ სათანადო მისამართიდან კომპონენტს, რომელსაც ფრომისის ფორმით ვაბრუნებთ.
import
ფუნქცია შემოიტანს ნეიმსფეისს, სადაც კომპონენტის კლასი მისი ერთ-ერთი თვისებაა, ამიტომ
ამ კლასის გამოტანა მოგვიწევს then
მეთოდით:
export const routes: Routes = [

path: "first",
loadComponent: () =>
import("./first/first.component").then((m) => m.FirstComponent),

path: "second",
loadComponent: () =>
import("./second/second.component").then((m) => m.SecondComponent),

{ path: "", redirectTo: "first", pathMatch: "full" },
{ path: "**", component: NotFoundComponent },

ასე კომპონენტები მხოლოდ კონკრეტული მისამართების მიხედვით დაიმპორტდებიან.
გასათვალისინებელია, თუ როგორ არის დაექსპორტებული კომპონენტის კლასი.
თუ ჩვენ კლასს დავაექსპორტებთ default
ქივორდით:
export default class FirstComponent {}
მაშინ აღარ დაგვჭირდება then
მეთოდი, რათა ნეიმსფეისიდან ამოვიღოთ კომპონენტის კლასი.
import
-ის დაბრუნებული შედეგი პირდაპირ ჩვენთვის სასურველი კლასი იქნება:
loadComponent: () => import("./first/first-component");
შეჯამება
ამ თავში ჩვენ ვისაუბრეთ მარტივ როუთინგზე. ანგულარში გვაქვს საშუალება, რომ მისამართის
ცვლილებებზე რეაგირება მოვახდინოთ და შევცვალოთ view, ანუ ის კომპონენტები გამოვსახოთ
ან გავაქროთ. ჩვენ როუთებს ვარეგისტრირებთ Routes
ტიპის ცვლადში, სადაც ვუთითებთ,
რა მისამართზე რა კომპონენტი უნდა ჩაიტვირთოს. იმ კომპონენტში, სადაც გვინდა რომ view-ები
შეიცვალოს, ვათავსებთ router-outlet
ელემენტს, სადაც ანგულარი მისამართის მიხედვით
განათავსებს სათანადო კომპონენტებს. ჩვენ ასევე საშუალება გვაქვს, რომ კომპონენტები
ზარაცად ჩავტვირთოდ მხოლოდ მაშინ, როცა ისინი მომხმარებელს სჭირდება, loadComponent
თვისების და import
ფუნქციის დახმარებით.