/angular-guide > _

CanActivate (RouteGuards)

ზოგჭერ საჭიროა, რომ მომხმარებელს რაღაც მისამართებზე წვდომა არ მივცეთ. ამისთვის გვჭირდება CanActivate ტიპის ფუნქციები.

შენიშვნა: ანგულარის ახალ ვერსიებში გამოიყენება პირდაპირ CanActivateFn ტიპის ფუნქციები, თუმცა ძველ ვერსიებში ამის მაგივრად იყენებდნენ “Guard” კლასებს. ჩვენ უახლეს მეთოდს ვისწავლით, თუმცა მოგვიანებით ძველ მეთოდსაც შევხედავთ.

ამ თავში ვიყენებთ წინა თავში არსებულ კოდს.

CanActivateFn

ჩვეულებრივ ლოგიკა იმის თაობაზე, გააქტიურდეს თუ არა რაღაც მისამართი, ავთენტიფიკაციის ნაწილში ინახება. ჩვენ შეგვიძლია ის AuthService-ში შევინახოთ.

import { HttpClient } from "@angular/common/http";
import { inject, Injectable } from "@angular/core";
import {
  ActivatedRouteSnapshot,
  CanActivateFn,
  Router,
  RouterStateSnapshot,
} from "@angular/router";
import { JwtHelperService } from "@auth0/angular-jwt";
import { tap } from "rxjs";

interface LoginResponse {
  id: number;
  username: string;
  email: string;
  firstName: string;
  lastName: string;
  gender: string;
  image: string;
  token: string;
}

@Injectable({ providedIn: "root" })
export class AuthService {
  constructor(
    private http: HttpClient,
    private router: Router,
    private jwtHelper: JwtHelperService
  ) {}

  login(credentials: { username: string; password: string }) {
    return this.http
      .post<LoginResponse>(
        "https://dummyjson.com/auth/login",
        JSON.stringify(credentials),
        { headers: { "Content-Type": "application/json" } }
      )
      .pipe(
        tap((response) => {
          localStorage.setItem("access_token", response.token);
          localStorage.setItem("user", JSON.stringify(response));
          this.router.navigate(["/"]);
        })
      );
  }

  logout() {
    localStorage.removeItem("access_token");
    localStorage.removeItem("user");
    this.router.navigate(["/"]);
  }

  getUserId() {
    const user = localStorage.getItem("user");
    if (user) {
      return JSON.parse(user).id;
    } else {
      return null;
    }
  }

  isTokenExpired() {
    return this.jwtHelper.isTokenExpired();
  }

  canActivate() {
    if (this.isTokenExpired()) {
      this.router.navigate(["/auth"]);
      return false;
    } else {
      return true;
    }
  }
}

export const canActivateCart: CanActivateFn = (
  route: ActivatedRouteSnapshot,
  state: RouterStateSnapshot
) => {
  return inject(AuthService).canActivate();
};

ყურადღება მივაქციოთ კლასში ბოლო ორ ფუნქციას. ჩვენ ამ სერვისში ვაინჯექთებთ JwtHelperService-ს, რომელსაც ჩვენ ტოკენზე აქვს წვდომა და მისი დეკოდიებაც შეუძლია. შესაბამისად შეგვიძლია გავიგოთ, ტოკენს ვადა გაუვიდა თუ არა. თუ ტოკენი საერთოდ არ არსებობს, ის მაშინაც true-ს დაგვიბრუნებს. შესაბამისად შეგვიძლია შევქმნათ მეთოდი, რომელიც დაადგენს, შეიძლება თუ არა რაიმე მისამართის გააქტიურება. ამას ტოკენის არსებობისა და მისი ვადის მიხედვით დავადგენთ. თუ ის ამოწურულია, ჩვენ logout მეთოდს დავუძახებთ, რათა ძველი ტოკენი წაიშალოს და მომხმარებელი გადავამისამართოთ ანგარიშში შესვლის გვერდზე.

ახლა იმავე ფაილიდან (თუმცა ეს ცალკე ფაილშიც შეგვიძლია) დავაექსპორტოთ ცვლადი, რომელიც იქნება CanActivateFn ტიპის. ამ ტიპის ფუნქციაში ხელმისაწვდომია ActivatedRouteSnapshot და RouterStateSnapshot რომელიც შეიძლება კონკრეტულ ვითარებაში დაგვჭირდეს, თუმცა ამ მაგალითში - არა. ჩვენ ვაბრუნებთ inject() ფუნქციაზე დაძახებას, რომელიც @angular/core-იდან უნდა დავაიმპორტოთ. ეს მეთოდი აინჯექთებს სასურველი კლასის ინსტანციას და მასზე ახლა შეგვიძლია ჩვენთვის საჭირო მეთოდზე დაძახება, კერძოდ canActivate, რომელიც ტოკენს შეამოწმებს და სდათანადო boolean-ს დააბრუნებს.

როუთინგის კონფიგურაციაში ჩვენ ეს ფუნქცია უნდა დავამატოთ სასურველ მისამართზე canActivate თვისების მასივში. როგორც ალბათ უკვე მიხვდით, ჩვენ აქ ერთზე მეტი ფუნქციის დამატება შეგვიძლია და ისინი თანმიმდევრულად შეამოწმებენ შეიძლება თუ არა მოცემულ მისამართზე გადასვლა.

import { Routes } from "@angular/router";
import { AuthComponent } from "./auth/auth.component";
import { LogoutComponent } from "./logout/logout.component";
import { canActivateCart } from "./services/auth.service";
import { ShoppingCartComponent } from "./shopping-cart/shopping-cart.component";

export const routes: Routes = [
  { path: "auth", component: AuthComponent },
  { path: "logout", component: LogoutComponent },
  {
    path: "cart",
    component: ShoppingCartComponent,
    canActivate: [canActivateCart],
  },
  { path: "", redirectTo: "cart", pathMatch: "full" },
];

და ასე ჩვენი აპლიკაცია უფრო გამართული უნდა იყოს. ახლა თავიდანვე გარდი გადაგვამისამართებს ავთენტიფიკაციის გვერდზე. და თუ ანგარიშზე შევალთ, cart მისამართზე წვდომა გვექნება. ანგარიშიდან გასვლა გადაგვიყვანს მთავარ გვერდზე, რომელმაც cart-ზე უნდა გადაგვამისამართოს, მაგრამ გარდი თავის მხრივ დაგვაბრუნებს ავთენტიფიკაციის გვერდზე.

CanActivate Class

ახლა განვიხილოთ depricated მიდგომა, რომელიც მალე მოხმარებაში აღარ იქნება, თუმცა ძველ პროექტებში შეიძლება მაინც შეგვხვდეს. გარდის შესაქმნელად ვქმნით ფაილს რომელსაც კონვენციურად guard უნდა ჰქონდეს, ანუ auth.guard.ts. აქ ჩვენ Injectable დეკორატორით ვქმნით კლასს, რომელიც იმპლემენტაციას უკეთებს CanActivate ინტერფეისს. ამ ინტერფეისის თანახმად კლასს უნდა ჰქონდეს canActivate ფუნქცია. აქაც ფუნქციაში ხელმისაწვდომია ActivatedRouteSnapshot და RouterStateSnapshot. სხვა საჭირო კლასებს ჩვენ უბრალოდ კონსტრუქტორში ვაინჯექთებთ inject ფუნქციის გამოყენების მაგივრად. ახლა იგივე პრინციპით ვიყენებთ AuthService-ში არსებულ მეთოდს, რომ ვნახოთ ტოკენს ვადა გაუვიდა თუ არა, და ამის მიხედვით, ერთი მხრივ მოხმარებელს გადავამისამართებთ და მეორე მხრივ დავაბრუნებთ ბულიანს, მისამართი გააქტიურდეს თუ არა.

import { Injectable } from "@angular/core";
import {
  ActivatedRouteSnapshot,
  CanActivate,
  Router,
  RouterStateSnapshot,
  UrlTree,
} from "@angular/router";
import { AuthService } from "../services/auth.service";

@Injectable({
  providedIn: "root",
})
export class AuthGuard implements CanActivate {
  constructor(private authService: AuthService, private router: Router) {}

  canActivate(route: ActivatedRouteSnapshot, state: RouterStateSnapshot) {
    if (this.authService.isTokenExpired()) {
      this.router.navigate(["/auth"]);
      return false;
    } else {
      return true;
    }
  }
}

ამ კლასს იმავე პრინციპით ვამატებთ როუთინგის კონფიგურაციაში, canActivate თვისების მასივში:

import { Routes } from "@angular/router";
import { AuthComponent } from "./auth/auth.component";
import { AuthGuard } from "./guards/auth.guard";
import { LogoutComponent } from "./logout/logout.component";
import { ShoppingCartComponent } from "./shopping-cart/shopping-cart.component";

export const routes: Routes = [
  { path: "auth", component: AuthComponent },
  { path: "logout", component: LogoutComponent },
  {
    path: "cart",
    component: ShoppingCartComponent,
    canActivate: [AuthGuard],
  },
  { path: "", redirectTo: "cart", pathMatch: "full" },
];

და ასე აპლიკაცია იგივენაირად იმუშავებს.

შეჯამება

ამ თავში ჩვენ განვიხილეთ CanActivate ტიპის ფუნქცია და კლასი, რომელიც იმას განსაზღვრავს, მომხმარებელს უნდა ჰქონდეს თუ არა საშუალება, რომ კონკრეტულ მისამართზე გადავიდეს.