/angular-guide > _

Attribute Directives

ატრიბუტის დირექტივებ HTML ელემენტსა და კომპონენტებს უცვლიან ქცევას, თვისებებსა და ატრიბუტებს. ანგულარის ბევრ მოდულში (მაგ. RouterModule, FormsModule) არსებობს წინასწარ შექმნილი დირექტივები. ამ თავში განვიხილავთ ატრიბუტის დირექტივებს: NgClass, და NgModel.

NgClass

NgClass-ის საშუალებით ელემენტზე ერთდროულად რამდენიმე კლასის დამატება ან მოშორება შეგვიძლია.

ეს დირექტივი, ისევე როგორც ბევრი სხვა, CommonModule-ის ნაწილს წარმოადგენენ, შესაბამისად ის უნდა დაიმპორტებული გვქონდეს სათანადო კომპონენტში.

import { CommonModule } from "@angular/core";

@Component({
  /* ... */
  standalone: true,
  imports: [CommonModule],
})
export class AppComponent {}

NgClass-ის პრიმიტიული მაგალითი:

<h1 [ngClass]="isSpecial ? 'special' : '' ">I love Angular</h1>

აქ ternary ლოგიკური ოპერაციით, იმის მიხედვით isSpecial არის თუ არა ჭეშმარიტი, დავაბრუნებთ special სტრინგს ან ცარიელ სტრინგს, რომელიც h1-ს მიენიჭება.

შეგვიძლია NgClass-ს მივაწოდოთ ჯავასკრიპტის ობიექტიც, სადაც ობიექტის key იქნება კლასის სახელი, ხოლო key-ს მნიშვნელობა იქნება ჭეშმარიტი ან მცდარი, რაც იმას განსაზღვრავს, key-ში მითითებული კლასი ელემენტს უნდა მიენიჭოს თუ არა:

<h1 [ngClass]="{special: isSpecial, interesting: isInteresting}">
  I love Angular
</h1>

აქ isSpecial და isInteresting ცვლადებია, რომლებიც კლასში უნდა არსებობდნენ.

აღსანიშნავია, რომ უშუალოდ ამ დირექტივის კლასის დაიმპორტებაც შეგვიძლია, მთლიანი მოდულების მაგივრად, თუკი CommonModule-დან მხოლოდ ეს კლასი გვჭირდება და მეტი არაფერი.

import { NgClass } from "@angular/common";

@Component({
  imports: [NgClass]
})
export class AppComponent

გაითვალისწინეთ, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ standalone ტიპის დირექტივებზე (მაგ. NgModel არ არის standalone).

NgModel

NgModel დირექტივი არის FormsModule-ის ნაწილი, რომელიც ჩვენ საჭირო მოდულში უნდა დავაიმპორტოთ. ამ შემთხვევაში მათ ვაიმპორტებთ app.module.ts-ში:

import { CommonModule } from "@angular/core";
import { FormsModule } from "@angular/forms";

@Component({
  /* ... */
  standalone: true,
  imports: [CommonModule, FormsModule],
})
export class AppComponent {}

NgModel ფორმის ელემენტებზე გამოიყენება two way binding-ით. დავუშვათ, რომ კომპონენტის კლასში გვაქვს ინიციალიზებული თვისება title.

<label for="example-ngModel">[(ngModel)]:</label>
<input [(ngModel)]="title" id="example-ngModel" />

<h1>You are learning {{ title }}</h1>

NgModel დირექტივს აქვს წვდომა input ელემენტში ჩაწერილ ტექსტზე. ის ერთი მხრივ იმ ტექსტს განათავსებს ელემენტის ველში, რომელიც title თვისების მნიშვნელობაა, და, მეორე მხრივ, title-ს იმ მნიშვნელობას მისცემს, რაც input ველში ჩაიწერება.

შეჯამება

ამ თავში ჩვენ განვიხილეთ NgClass და NgModel ატრიბუტ დირექტივები. NgClass ელემენტს უცვლის კლასს გარკვეული პირობების მიხედვით, ხოლო NgModel input ელემენტზე თავსდება two way binding-ით, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ფორმის ელემენტებს ინფორმაცია გადავცეთ და მათგან ავიღოთ მომხმარებლის მიერ შეყვანილი ინფორმაცია.