/angular-guide > _

შესავალი Angular-ში

ანგულარი არის პოპულარული ჯავასკრიპტის ფრეიმვორქი, რომლითაც მარტივად, სტრუქტურირებულად და მოქნილად შეგვიძლია ერთგვერდიანი ვებ აპლიკაციების (SPA - Single Page Application) შექმნა. ფრეიმვორქი გულისხმობს ხელსაწყოების კომპლექტსა და პრაქტიკის პატერნების ერთობლიობას, რაც ერთგვარ ეკოსისტემას ქმნის. ანგულარში გაცილებით უფრო მარტივია რეაქტიული აპლიკაციების წერა სანდო და მკაცრი კოდით.

გაკვეთილების უმეტესობა ეფუძნება standalone სისტემას, რომელიც ანგულარის მე-17 ვერსიიდან გახდა სტანდარტი. ანგულარის (და ამ წიგნის) ძველ ვერსიებში ვიყენებდით მოდულებს.

ამ თავში ისწავლით: