/angular-guide > _

ბოლოსიტყვაობა ავტორისგან

თავჩაქინდრული გოგონა კომპიუტერის მაგიდასთან

თუ აქამდე ისე მოაღწიეთ, რომ ზემოთ არსებული ყველა თემა საფუძვლიანად დაამუშავეთ, მაშინ გილოცავთ! თქვენ აითვისეთ ყველაფერი რაც საჭიროა დამწყები ანგულარ დეველოპერისთვის. ახლა მზად ხართ, რომ განვითარება დამოუკიდებლად გააგრძელოთ ოფიციალური დოკუმენტაციებით, გამოცდილი დეველოპერების ბლოგებითა თუ ვიდეოებით, და, რა თქმა უნდა, ნამდვილი აპლიკაციების დამოუკიდებლად აწყობით!

ამ გზამკვლევის შედგენაში ძალიან დიდი შრომაა ჩადებული და თუკი ის ოდნავ მაინც დაგეხმარათ ცოდნა-უნარების განვითარებაში, მაშინ ჩემი მისია შესრულებულია.

დიდ მადლობას ვუხდი ყველა კონტრიბუტორს, რაოდენ პატარა წვლილიც არ უნდა შეგეტანათ ამ პროექტში. თითოეული ასოს ჩასწორება თუ ახალი სტრიქონის დამატება მნიშვნელოვნად მიწყობს ხელს. ეს პროექტი მუდმივად განვითარებისა და დახვეწის პროცესში არის, ამიტომ თუ გაქვთ იდეები, შენიშვნები, კონტრიბუციისა თუ მხარდაჭერის სურვილი, არ მოგერიდოთ, ეწვიეთ პროექტის გითჰაბს!

წარმატებები!