/angular-guide > _

DI-ის გამოყენებით

ვთქვათ ეს ორი შვილი კომპონენტი გახდა კომპლექსური. მათ ბევრი ცალკეული შვილი კომპონენტი ჰყავთ, რომლებსაც მენეჯმენტი უნდა გაუკეთონ. ლოგიკის რაღაც ნაწილი, კერძოდ გმირებზე ინფორმაციის მანიპულაცია ძალიან განმეორებადი იქნებოდა თითოეულ კომპონენტში. ამ კომპონენტებს ისევ პრიმიტიულად დავტოვებთ, მაგრამ გამოვიყენებთ სერვისებს, რაც ჩვენი გმირების შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებულ ლოგიკას ერთ ადგილას მოუყრის თავს, ხოლო მის გამოყენებას ბევრ სხვადასხვა კომპონენტში შევძლებთ.

app.component.ts ახლა ასე გმაოიყურება:

import { Component } from "@angular/core";
import { CommonModule } from "@angular/common";
import { HeroListComponent } from "./hero-list.component";
import { HeroDetailsComponent } from "./hero-details.component";

@Component({
selector: "app-root",
standalone: true,
imports: [CommonModule, HeroListComponent, HeroDetailsComponent],
template: `

<app-hero-list></app-hero-list>
<app-hero-details></app-hero-details>

styles: [

.container {
max-width: 600px;
display: grid;
grid-template-columns: 300px 300px;
grid-auto-rows: minmax(300px, auto);

.container > * {
border: 2px solid black;
padding: 8px;

export class AppComponent {}

აქ არანაირი ლოგიკა აღარ გვექნება, სანაცვლოდ გმირებზე ლოგიკას გავიტანთ სერვისში. ვქმნით ფაილს hero.service.ts:

import { Injectable } from "@angular/core";
import { BehaviorSubject } from "rxjs";
import { Hero } from "./types/hero";

@Injectable({ providedIn: "root" })
export class HeroService {
heroes: Hero[] = [

name: "Tariel",
description:
"Tariel is distinguished by his wild character as symbolized by his wearing the panther's skin.The qualities associated with the cat, his dedication and courage, his hatred and violence could be extreme and uncontrollable.",

name: "Avtandil",
description:
"Avtandil, the knight and commander-in-chief of Rostevan's armies. One day, Avtandil challenges King Rostevan to a hunting competition. After three days of shooting game, they encounter a knight crying by a river.",

name: "Nuradin-Pridon",
description:
"Nuradin-Pridon, ruler of Mulgazanzar. He initially met Tariel after he survived a battle against traitors who tried to ambush him. After sharing their stories, Nuradin-Pridon gifted Tariel his trusty Arabian steed to aid him in his journey.",

pickedHero$ = new BehaviorSubject<Hero>(this.heroes[0]);

pickHero(hero: Hero) {
this.pickedHero$.next(hero);

კონვენციურად სახელში ასეთ კლასებსა და ფაილებს service ეწერებათ, რადგან ისინი, ასე ვთქვათ, სხვადასხვა კლასებს “ემსახურებიან”. სერვისები Injectable დეკორატორით იქმნებიან, რათა ანგულარის ე.წ Injector-მა ამ კლასების dependency injection შეძლოს. აქ შეგვიძლია providedIn კონფიგურაციის მიწოდება, რომელიც განსაზღვრავს თუ აპლიკაციის რა ნაწილებში უნდა იყოს ხელმისაწვდომი ეს სერვისი. root გულისხმობს აპლიკაციის ფესვს, ანუ ის app-root-ში, ესეიგი ყველგან იქნება ხელმისაწვდომი.

შესაძლებელია სერვისი მხოლოდ კონკრეტული მოდულის ფარგლებშიც გავხადოთ ხელმისაწვდომი. მაშინ providedIn კონფიგურაციის მაგივრად, ეს კლასი უნდა შევიტანოთ NgModule-ის providers მასივში:

import { HeroService } from './hero.service.ts'
@NgModule({
// ... declarations, imports, etc.
providers: [HeroService],

თუ მხოლოდ კონკრეუტლი კომპონენტებისთვის გვინდა ეს კლასი, მაშინ სეგვიძლია Component დეკორატორში მისი providers მასივში დამატებაც:

import { HeroService } from './hero.service.ts'
@Component({
// ... selector, template, etc.
providers: [HeroService]

ასე ანგულარი HeroService-ის უნიკალურ ინსტანციას შექმნის მხოლოდ AppComponent-ისთვის.

ამ შემთხვევაში ჩვენ{providedIn: 'root'}-ს დავტოვებთ. ანუ ეს სერვისი იქნება ე.წ “Singleton” სერვისი, სადაც მისი ერთი ინსტანცია იქნება ხელმისაწვდომი მთელი აპლიკაციისთვის.

გმირების მასივს ახლა ჩვენ აქ შევინახავთ და ასევე გმირის არჩევის ლოგიკასაც. სერვისში ვქმნით pickedHero$ თვისებას. ეს არის BehaviorSubject-ის ინსტანცია, რომელიც 'rxjs'-დან უნდა დავაიმპორტოთ. სტრიმებს კონვენციურად ბოლოში $-ს უწერენ ჩვენ სტრიმებს სხვა თავებში ვისწავლით, მაგრამ ახლა უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ერთგვარი მოვლენების ნაკადია, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია მოვუსმინოთ და მასზე რეაგირება მოვახდინოთ. ჩვენ აღვნიშნავთ, რომ ეს საბჯექთი Hero ტიპის მნიშვნელობას გასცემს და მას ფუნქციის არგუმენტად ვატანთ მასივში პირველ გმირს, რომელიც მისი საწყისი მნიშვნელობა იქნება.

pickedHero$ = new BehaviorSubject<Hero>(this.heroes[0]);

pickHero(hero: Hero) {
this.pickedHero$.next(hero);

ყოველ ახალ გმირის არჩევაზე, ანუ როცა pickedHero-ს დავუძახებთ, ჩვენ პარამეტრში არსებულ გმირს გადავცემთ ამ pickedHero$ საბჯექთს. მასზე next მეთოდი ნაკადში ახალი გმირის მნიშვნელობას გადასცემს.

HeroListComponent-ში ჩვენ კონსტრუქტორში ვაცხადებთ, რომ კლასი დამოკიდებულია HeroService-ის ინსტანციაზე, რომელსაც ჩვენ public თვისება heroService-ში შევინახავთ. ეს კონსტრუქტორში თვისების შექმნის შემოკლებული ვარიანტია.

import { Component } from "@angular/core";
import { CommonModule } from "@angular/core";
import { HeroService } from "../hero.service";

@Component({
selector: "app-hero-list",
standalone: true,
imports: [CommonModule],
template: `

Pick the hero

{{ hero.name }}

styles: [

li {
cursor: pointer;

li:hover {
text-decoration: underline;

export class HeroListComponent {
constructor(public heroService: HeroService) {}

დაინჯექთების ალტერნატიული ვარიანტი არის inject ფუნქციის გამოყენება @angular/core-დან:

import { inject } from "@angular/core";

export class HeroListComponent {
public heroService = inject(HeroService);

ხშირად ეს ფუნქციის გამოყენება უფრო მოკლე და მარტივი გზაა (განსაკუთრებით injection token-ების დროს), თუმცა ეს დეველოპერის გემოვნებაზეა დამოკიდებული. თქვენ ის მეთოდი გამოიყენეთ, რომელიც მოგესურვებათ.

heroService თვისება იმიტომ არის public, რომ იგი ხელმისაწვდომი იყოს კლასის გარეთ, კერძოდ თემფლეითში, სადაც პირდაპირ სერვისიდან ვიღებთ გმირების მასივს და მას თეფლეითში განვათავსებთ. დაკლიკების ივენთზე ჩვენ სერვისზე არსებულ pickHero მეთოდს დავუძახებთ.

HeroDetailsComponent კომპონენტშიც ჩვენ ამ სერვისზე ვაცხადებთ დამოკიდებულებას, მაგრამ მას ახლა private თვისებაში ვინახავთ, რადგან აქ მას (პორობითად) მხოლოდ კლასის შიგნით ვიყენებთ. აქ კონსტრუქტორშივე რაღაც საინტერესოს ვაკეთებთ:

import { Component } from "@angular/core";
import { CommonModule } from "@angular/common";
import { HeroService } from "../hero.service";
import { Hero } from "../types/hero";

@Component({
selector: "app-hero-details",
standalone: true,
imports: [CommonModule],
template: `

{{ hero.name }}

{{ hero.description }}

export class HeroDetailsComponent {
hero: Hero | null = null;
constructor(private heroService: HeroService) {
this.heroService.pickedHero$.subscribe((hero) => {
this.hero = hero;

ჩვენ heroService-ში არსებულ pickedHero$-ზე ვეძახით subscribe მეთოდს, ასე ფაქტობრივად მნიშვნელობების ნაკადს “გამოვიწერთ” და ამ ნაკადში ყოველ ახალ მნიშვნელობაზე ამ ფუნქციაში ჩაწერილი ქოლბექი გააქტიურდება, სადაც ჩვენ ახალი გმირის მნიშვნელობას მივიღებთ. ჩვენ ამ მიღებულ hero-ს ვუტოლებთ ჩვენს კლასში არსებულ hero-ს, რომლის დეტალებიც თემფლეითში გამოისახება.

შევაჯამოთ აქ რა ხდება:

• HeroListComponent-ში გმირზე დაკლიკებისას აქტიურდება HeroService-ში მეთოდი, რომელიც pickedHero საბჯექტზე ააქტიურებს next მეთოდს, რაც ნაკადში ახალი გმირის მნიშვნელობას აბრუნებს - იმ გმირის, რომელიც ჩვენ მეთოდს მივაწოდეთ არგუმენტად.
• ვინაიდან ჩვენ HeroDetailsComponent-ში დავასუბსქრაიბეთ ამ საბჯექტზე, მასზე დაძახებული ყოველი next მეთოდი ააქტიურებს ჩვენ მიერ subscribe-ში განსაზღვრულ ქოლბექს, სადაც ახალი გმირის მნიშვნელობას ვიღებთ.
• ამ ახალი გმირის მნიშვნელობას ჩვენ კლასის თვისებაში ვინახავთ და გამოვსახავთ თემფლეითში.

ეს არ არის BehaviorSubject-ების და ზოგადად სტრიმების გამოყენების იდეალური მაგალითი, მაგრამ აქ სტრიმები პირობითია. მთავარია დავინახოთ სერვისების ეფექტურობა: მათი საშუალებით გმირებთან დაკავშირებული ლოგიკა ერთ ადგილას გავაერთიანეთ და მასზე გავხადეთ დამოკიდებული ორი კომპონენტი. ეს ორივე კომპონენტი HeroService-ის ერთსა და იმავე ინსტანციას იყენებენ, და ასე ვთქვათ ერთმანეთთან სინქრონიზირებულები არიან. ორივეს შეუძლია არსებული გმირების სიისა და არჩეული გმირის შესახებ ინფორმაციის აღება ან მასზე რეაგირება.

ანგულარის უნიკალურობა სწორედ ამაში მდგომარეობს, dependency injection მისი უდიდესი პლიუსია. DI-ით უფრო მეტი საინტერესო რაღაცების გაკეთება შეიძლება, გაეცანით ოფიციალურ დოკუმენტაციას.