Pipeable Operators
ფაიფის ოპერატორებით ჩვენ საშუალება გვაქვს რომ არსებულ სტრიმს ბევრნაირად
გავუკეთოთ მოდიფიკაცია, ან სულაც ისე ჩავწვდეთ მის მნიშვნელობას, რომ სტრიმის
შედეგზე გავლენა არ ვიქონიოთ. ამ ოპერატორებს თანმიმდევრულად ვაწვდით სტრიმზე
დაძახებულ pipe
მეთოდს:
someObservable = source.pipe(/* operators go here */);
map
map
ოპერატორის საშუალებით შეგვიძლია შევცვალოთ სტრიმის მიერ დაბრუნებული
მნიშვნელობები. მის ქოლბექში პარამეტრად ვიღებთ სტრიმის მიერ დაბრუნებულ შედეგს,
რომელზეც შეგვიძლია სასურველი ოპერაციების ჩატარება. აუცილებელია, რომ ამ ოპერატორმა
რაღაც დააბრუნოს.
მაგალითად თუ გვინდა, რომ შევქმნათ სტრიმი, რომელიც კონკრეტულად დოკუმენტში მაუსის კოორდინატებს დააემითებს მაუსის მოძრაობაზე:
import { Component, OnInit } from "@angular/core";
import { CommonModule } from "@angular/common";
import { fromEvent, map } from "rxjs";
@Component({
selector: "app-root",
standalone: true,
imports: [CommonModule],
templateUrl: "./app.component.html",
styleUrls: ["./app.component.css"],

export class AppComponent implements OnInit {
// Create an observable that emits mousemove events
mouseMove$ = fromEvent<MouseEvent>(document, "mousemove");
// Create a new observable that emits mouse coordinates,
// based on mouseMove$ observable.
mouseCoordinates$ = this.mouseMove$.pipe(
map((event) => {
if (event) {
const coordinates = {
x: event.pageX,
y: event.pageY,

return coordinates;
} else {
return null;

ngOnInit(): void {
// Subscribe and react to emissions of mouseCoordinates$
this.mouseCoordinates$.subscribe((coordinates) => {
if (coordinates) {
console.log(coordinates.x, coordinates.y);

ჩვენ ჯერ მაუსის მოძრაობის სტრიმს ვქმნით და შემდგომ ცალკე სტრიმს, სადაც
პირველ სტრიმზე ვეძახით pipe
ფუნქციას და მას ვაწვდით map
ოპერატორს.
map
ოპერატორით ვიღებთ ივენთის შესახებ ინფორმაციას (თუ ის არსებობს) და
მხოლოდ ივენთის კოორდინატებს ვაბრუნებთ. საპირისპირო შემთხვევაში ვაბრუნებთ
null
-ს. სტრიმებმა პოტენციურად შეიძლება ეს მნიშვნელობა დააბრუნონ, თუ
დასაემითებელი არაფერი აქვთ.
ასე ჩვენ ცალკე სტრიმი შევქმენით, რომელიც მაუსის მოძრაობაზე გასცემს მაუსის კოორდინატებს. მასზე ვასუბსქრაიბებთ და შედეგს კონსოლში ვლოგავთ.
დასუბსქრაიბების ალტერნატივა განვიხილოთ. ანგულარში არსებობს async
ფაიფი.
ჩვენ თუ უბრალოდ სტრიმის მიერ დაბრუნებული მნიშვნელობის გამოსახვა გვინდა
თემფლეითში, იმის მაგივრად რომ კლასსში დავასუბსქრაიბოთ სტრიმს და
შემდეგ მისი მნიშვნელობა ამოვიღოთ ცალკე კლასის თვისებაში, შეგვიძლია პირდაპირ
ეგ სტრიმი გავიტანოთ თემფლეითში.
წავშალოთ სუბსქრაიბი და დავტოვოთ სტრიმი:
import { Component } from "@angular/core";
import { CommonModule } from "@angular/common";
import { fromEvent, map } from "rxjs";
@Component({
selector: "app-root",
standalone: true,
imports: [CommonModule],
templateUrl: "./app.component.html",
styleUrls: ["./app.component.css"],

export class AppComponent {
// Create an observable that emits mousemove events
mouseMove$ = fromEvent<MouseEvent>(document, "mousemove");
// Create a new observable that emits mouse coordinates,
// based on mouseMove$ observable.
mouseCoordinates$ = this.mouseMove$.pipe(
map((event) => {
if (event) {
const coordinates = {
x: event.pageX,
y: event.pageY,

return coordinates;
} else {
return null;

თემფლეითში გავატარპთ სტრიმი async
ფაიფში და შემდგომ json
ფაიფში,
რათა შედეგი დავაფორმატოთ.

{{ mouseCoordinates$ | async | json }}

ასე ლავში გამოვსახავთ მაუსის კოორდინატებს ისე, რომ ჩვენით
სუბსქრაიბის დაწერა არ გვიწევს. პლიუსი ის არის, რომ async
ფაიფი
ჩვენ მაგივრად გააკეთებს unsubscribe
-ს კომპონენტის განადგურების დროს.
tap
tap
ოპერატორით შეგვიძლია სტრიმის კონკრეტულ მონაკვეთში შევიჭრათ,
ჩავწვდეთ მის ინფორმაციას და თვითონ სტრიმში არანაირი ცვლილება არ
შევიტანოთ. tap
-ს ვიყენებთ ხოლმე გვერდითი მოვლენებისთვის.
ჩვენი წინა მაგალითის სტრიმს map
ოპერატორის შემდეგ დავამატოთ tap

import { Component } from "@angular/core";
import { CommonModule } from "@angular/common";
import { fromEvent, map, tap } from "rxjs";
@Component({
selector: "app-root",
standalone: true,
imports: [CommonModule],
templateUrl: "./app.component.html",
styleUrls: ["./app.component.css"],

export class AppComponent {
// Create a observable that emits mousemove events
mouseMove$ = fromEvent<MouseEvent>(document, "mousemove");
// Create an new observable that emits mouse coordinates,
// based on mouseMove$ observable.
mouseCoordinates$ = this.mouseMove$.pipe(
map((event) => {
if (event) {
const coordinates = {
x: event.pageX,
y: event.pageY,

return coordinates;
} else {
return null;

tap((coordinates) => {
console.log(coordinates);

როგორც ხედავთ, ჩვენ სტრიმს მოდიფიკაციას არ ვუკეთებთ,
თუმცა როცა ის მნიშვნელობას გასცემს, პარალელურად tap
-ში
არსებული ლოგიკაც აქტიურდება. ეს შეიძლება პარალელურად http
მოთხოვნების გასაგზავნად ან მონაცემების მეხსიერებაში შესანახად დაგვჭირდეს.
ყურადრება მიაქციეთ, რომ რადგან ჩვენ tap
დავწერეთ map
ფუნქციის შემდეგ,
ჩვენ ვიღებთ map
-ის მიერ მოდიფიცირებულ შედეგს. ჩვენ რომ ის pipe
-ის თავში
დაგვეწერა, ქოლბექში მივიღებდით MouseEvent
ტიპის ინფორმაციას. ანუ
ფაიფის ოპერატორები თანმიმდევრულად მუშაობენ.
filter
filter
ოპერატორო, როგორც ამაზე მისი სახელი მიგვანიშნებს, ფილტრავს
სტრიმს. იმის მიხედვით, ფილტრის დაბრუნებული მნიშვნელობა არის თუ არა
ჭეშმარიტისებრი, განისაზღვრება სტრიმში მნიშვნელობა ამ ფილტრის შემდეგ
გაიცემა თუ არა.
mouseCoordinates$
სტრიმი გავფილტროთ და გავაცემინოთ მხოლოდ ის
მნიშვნელობები, სადაც კოორდინატები არსებობს და ამ კოორდინატებში x
მეტია 300-ზე.
import { Component } from "@angular/core";
import { CommonModule } from "@angular/common";
import { fromEvent, map, tap, filter } from "rxjs";
@Component({
selector: "app-root",
standalone: true,
imports: [CommonModule],
templateUrl: "./app.component.html",
styleUrls: ["./app.component.css"],

export class AppComponent {
// Create an observable that emits mousemove events
mouseMove$ = fromEvent<MouseEvent>(document, "mousemove");
// Create an new observable that emits mouse coordinates,
// based on mouseEventSource observable.
mouseCoordinates$ = this.mouseMove$.pipe(
map((event) => {
if (event) {
const coordinates = {
x: event.pageX,
y: event.pageY,

return coordinates;
} else {
return null;

// only emit if these conditions are met
filter((coordinates) => coordinates !== null && coordinates.x > 300),
tap((coordinates) => {
console.log(coordinates);

შედეგად სტრიმი მხოლოდ მაშინ გასცემს მნიშვნელობას როცა მაუსის კოორდინატები აღემატება 300-ს.
switchMap
switchMap
ძალზედ სპეციფიკური ოპერატორია, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია
ერთი სტრიმიდან გადავეროთ მეორეზე. ვთქვათ გვაქვს სტრიმი, რომელიც რაუთის
პარამეტრებს გასცემს და ჩვენ ყოველ უახლეს გაცემულ პარამეტრზე გვინდა საპასუხოდ
HTTP მოთხოვნა გავაგზავნოთ, რომელიც ამ პარამეტრიდან მონაცემს გამოიყენებს.
ჩვენ შეგვიძლია, რომ პარამეტრების სტრიმი “გადავაბათ” პროდუქტის HTTP მოთსოვნის
სტრიმს.
იმავე პროექტში შევქმნათ products კომპონენტი ng g c products
ბრძანებით, შემდეგ app.routes.ts
-ში დავამატოთ
რაუთები:
import { ProductsComponent } from "./products/products.component";
import { Routes } from "@angular/router";
export const routes: Routes = [
{ path: "products/:id", component: ProductsComponent },

ჩვენ პროდუქტების მისამართზე გვექნება id
პარამეტრი.
app.config.ts
-ში შემოვიტანოთ provideHttpClient

import { ApplicationConfig } from "@angular/core";
import { provideHttpClient } from "@angular/common/http";
export const appConfig: ApplicationConfig = {
providers: [/* ... */ provideHttpClient()],
AppComponent
-ში მოვათავსოთ აუთლეტი არ დაგავიწყდეთ RouterOutlet
-ის დამატება
კომპონენტის იმპორტებში:

{{ mouseCoordinates$ | async | json }}

<router-outlet></router-outlet>
და მივხედოთ ProductsComponent
-ს:
import { Component } from "@angular/core";
import { CommonModule } from "@angular/common";
import { HttpClient } from "@angular/common/http";
import { ActivatedRoute } from "@angular/router";
import { switchMap } from "rxjs";
@Component({
selector: "app-products",
standalone: true,
imports: [CommonModule],
templateUrl: "./products.component.html",
styleUrls: ["./products.component.css"],

export class ProductsComponent {
product$ = this.route.params.pipe(
switchMap((params) => this.getProductById(params["id"]))

constructor(private http: HttpClient, private route: ActivatedRoute) {}
getProductById(id: string) {
return this.http.get<{ title: string; description: string; price: string }>(
"https://dummyjson.com/products/" + id

კონსტრუქტორში შემოგვაქვს HttpClient
და ActivatedRoute
. აქვე ვქმნით
მეთოდს რომლითაც მოკლედ გავგზავნით GET მოთხოვნას ჩვენთვის უკვე ცნობილ
მისამართზე, სადაც ბოლოს საჭიროა id
-ს მიწოდება, რომელსაც ფუნქციის
პარამეტრში მივიღებთ. მოთხოვნის დაბრუნებულ ტიპში მხოლოდ ამ სამ თვისებას,
სათაურს, აღწერასა და ფასს მივუთითებთ, რადგან დემონსტრაციისთვის ესეც
საკმარისია.
შემდეგ ჩვენ ვქმნით product$
სტრიმს, სადაც ვიღებთ route
-ის params
სტრიმს, და მასზე pipe
-ში ვაწარმოებთ switchMap
ოპერაციას. ვიღებთ
დაბრუნებულ პარამეტრებს და შედეგად ვაბრუნებთ http მოთხოვნას სადაც
ჩვენ პარამეტრებიდან აღებულ id
-ს ვაწვდით. ასე ერთი სტრიმიდან
ვინაცვლებთ მეორეზე. ყოველი ახალი params
-ის დაემითებულ მნიშვნელობაზე
ჩვენ ავიღებთ ამ მნიშვნელობას და გადავერთვებით ახალ სტრიმზე, რომელიც
პროდუქტის მიღების http მოთხოვნაა.
map
ოპერატორისგან განსხვავებით, switchMap
-ში საჭიროა, რომ დავაბრუნოთ
სტრიმი. ანუ ჩვენ არა უბრალოდ შედეგის მოდიფიკაციას ვაკეთებთ, არამედ მთლიანად
სტრიმის გადამისამართებას, ერთიდან მეორეზე.
თემფლეითში ახლა შეგვიძლია async
ფაიფით მისი გამოსახვა:

{{ product.title }}

{{ product.description }}

{{ product.price }}

ჩვენ async
ფაიფი შეგვიძლია ngIf
დირექტივშიც გამოვიყენოთ. შესაბამისად
ეს ბლოკი მაშინ გამოჩნდება, როცა სტრიმი შედეგს დააბრუნებს, ანუ როცა http
მოთხოვნაზე პასუხს მივიღებთ. as product
არის ანგულარის მეთოდი, რომ
ამოვიღოთ სტრიმის დაბრუნებული მნიშვნელობა, როგორც ლოკალური ცვლადი
თემფლეითში. ამ ბლოკის შიგნით ამ ცვლადზე წვდომა გვაქვს, და შეგვიძლია
მისი თვისებები გამოვსახოთ.
შედეგად თუ გადავინაცვლებთ მისამართზე localhost:4200/products/1
და
მოვიცდით, პროდუქტი უნდა გამოჩნდეს. id
-ის შეცვლისას ყოველ ჯერზე
მიმდინარე მისამართზე params
იცვლება, და შესაბამისად ჩვენი სტრიმის
იცვლება ახალ http მოთხოვნად, რომელიც sync
ფაიფის წყალობით აქტიურდება
და გამოსახება აპლიკაციაში.
takeUntilDestroyed
takeUntilDestroyed
ანგულარის მიერ მოწოდებული ოპერატორია, რომელიც სტრიმს იქამდე
ამუშავებს, სანამ კომპონენტი არ განადგურდება:
import { takeUntilDestroyed } from "@angular/core/rxjs-interop";

export class AppComponent {
constructor(private route: ActivatedRoute) {
this.route.params
.pipe(takeUntilDestroyed())
.subscribe((params) => console.log(params));

ეს ოპერატორი არგუმენტების გარეშე იმუშავებს მხოლოდ კონსტრუქტორის შიგნით,
რადგან იქ პირდაპირ ხელმისაწვდომია კომპონენტის DestroyRef
, სხვა შემთხვევაში
ის ჩვენით უნდა მივაწოდოთ ამ ოპერატორს.
შეჯამება
ამ თავში ჩვენ განვიხილეთ ფაიფის ოპერატორები, რომლებითაც შესაძლებელია სტრიმების ბევრნაირად მოდიფიკაცია. ეს არის ყველაზე გამოყენებადი ოპერატორები, რომლებიც დამწყები ანგულარ დეველოპერის ამოცანათა უმეტესობას ამოხსნის, თუმცა ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ ამ ცოდნით. დაათვალიერეთ სხვა ოპერატორებიც და გაეცანით გამოცდილი ანგულარ დეველოპერების ბლოგებს, სადაც მრავალ პრაქტიკულ რჩევა-დარიგებებს ნახავთ.