შეჯამება
ამ გაკვეთილში ჩვენ ვისწავლეთ RxJS-ის დახმარებით მარტივი აპლიკაციის სთეითის მართვა,
სადაც აპლიკაციის სთეითის კონკრეტული ნაწილები არიან საბჯექთები, რომლებსაც რაღაც
მოვლენების მიხედვით გავაცემინებთ ახალ მნიშვნელობებს. სთეითიდან ინფორმაციას ვიღებთ
observable
-ების ფორმით და მათზე ვასუბსქრაიბებთ თემფლეითში async
ფაიფის მეშვეობით.
ეს უზრუნველყოფს იმას, რომ unsubscribe
ავტომატურად მოხდება და, ამასთანავე, თუ
changeDetection
სტრატეგიას შევცვლით OnPush
-ზე, ანგულარი აპლიკაციის view-ს მხოლოდ იმ
შემთხვევაში დაარენდერებს ხელახლა, თუ async
ფაიფში გატარებული სტრიმები ახალ
მნიშვნელობას გასცემენ, შედეგად რესურსების ეკონომიას ვაკეთებთ. ჩვენ ასევე შევქმენით
ერთიანი vm$
სტრიმი, რომელიც სთეითის სხვადასხვა ნაწილს აერთიანებს და კომპონენტში
მხოლოდ ამ ერთ სტრიმზე დავასუბსქრაიბეთ. ეს არ არის აუცილებელი მიდგომა, თუმცა
კარგია ზოგჯერ სტრიმების ლოგიკურად დაჯგუფება. შესაძლებელია რომ აპლიკაციის
თითოეულ გვერდს ჰქონდეს თავისი უნიკალური View Model სტრიმი.
ამ აპლიკაციის ბევრნაირად გაუმჯობესება არის შესაძლებელი, რაც ახლა დამოუკიდებლად შეგიძლიათ გააკეთოთ:
- ნივთებიისთვის შექმნის თარიღის შესახებ ინფორმაციის მინიჭება
- ნივთების სიაში სათაურის მოდიფიკაციის საშუალება
- ნივთების სიის გაფილტვრა მათი სტატუსის მიხედვით (Routing Params-ის გამოყენებით)