/angular-guide > _

საწყისი კოდი

განვიხილოთ პრიმიტიული აპლიკაციის მაგალითი, რომელიც შესაძლებელია DI-ს გარეშეც მუშაობდეს, თუმცა მისი დანიშნულების მარტივად გააზრების საშუალებას მოგვცემს. წარმოვიდგინოთ, რომ გვერდიგვერდ გვაქვს ორი კომპონენტი: გმირების სია, სადაც ჩამოწერილია გმირთა სახელები და გმირის დეტალები, სადაც სიიდან არჩეული გმირის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჩნდება.

ეს არის გმირის ინტერფეისი, hero.ts:

export interface Hero {
  name: string;
  description: string;
}

ჩვენი AppComponent ასე გამოიყურება:

import { Component } from "@angular/core";
import { CommonModule } from "@angular/common";
import { HeroListComponent } from "./hero-list.component";
import { HeroDetailsComponent } from "./hero-details.component";

@Component({
  selector: "app-root",
  standalone: true,
  imports: [CommonModule, HeroListComponent, HeroDetailsComponent],
  template: `
    <div class="container">
      <app-hero-list></app-hero-list>
      <app-hero-details></app-hero-details>
    </div>
  `,
  styles: [
    `
      .container {
        max-width: 600px;
        display: grid;
        grid-template-columns: 300px 300px;
        grid-auto-rows: minmax(300px, auto);
      }

      .container > * {
        border: 2px solid black;
        padding: 8px;
      }
    `,
  ],
})
export class AppComponent {}

აქ ყველა კომპონენტის მარკაპი, სტილები და ლოგიკა ერთ ფაილში გვაქვს მოქცეული. ეს მხოლოდ თვალსაჩინოებისა და სიმარტივისთვისაა. როგორც ხედავთ, ორი კომპონენტი გვაქვს გვერდი-გვერდ განთავსებული: app-hero-list და app-hero-details. ჩვენი ამოცანაა, რომ სიიდან არჩეული გმირის დეტალები გამოვაჩინოთ მეორე კომპონენტში.