ინტერნაციონალიზაცია
ამ თავში გავეცნობით ინტერნაციონალიზაციის ძირითად საკითხებს და პრობლემებს. თუ გვსურს, რომ ჩვენს აპლიკაციას გააჩნდეს
მრავალი ენის მხარდაჭერა, ამისათვის გვჭირდება ახალი ტერმინის შემოტანა კერძოდ, ინტერნაციონალიზაციის. ინტერნაციონალიზაციის
იდეა მდგომარეობს შემდგომში: ჩვენი აპლიკაცია შეგვიძლია წარმოვადგინოთ სხვადასხვა ენაზე. თუმცა ამ წარმოდგენისთავის ჯერ უნდა
გავიაზროთ თუ რომელი მიდგომა სჭირდება ჩვენს აპლიკაციას. მიდგომები შემდგომია: დეველოპმენტის პროცესში ჩვენ შეგვიძლია დავბილდოთ, თითოეული ენისათვის,
ცალკეული აპლიკაციის ვერსია, შესაბამისად მომხარებელი ისარგებლებს ჩვენი აპლიკაციით სხვადასხვა ენის შესაბამის მისამართზე, მაგალითად: educata.ge
(ქართულისთვის) და educata.dev
(ინგლისურისთვის), მაგრამ ასევე შესაძლებელია მომხარებელს დასჭირდეს რეალურ დროში ენის ცვლილება და არა მთლიანად სხვა აპლიკაციის გახსნა.
ორივე მიდგომას თავისი პლიუსები და მინუსები აქვს. ამ თავში, განვიხილავთ: