ვალიდაცია და ვალიდატორები
რეაქტიულ ფორმებში ფორმების ვალიდაციაზე საკმაოდ დიდი კონტროლი გვაქვს.
ვალიდატორები ერთგვარი ფუნქციებია, რომლებიც ან ვალიდაციის ერორს იწვევენ,
ან აბრუნებენ null
-ს, რაც წარმატებულ ვალიდაციას ნიშნავს. ამის მიხედვით
ფორმის კონტროლებს ეცვლებათ თვისება valid
და invalid
. გარდა ამისა,
თითოეული ვალიდატორი უნიკალურ მნიშვნელობას აძლევს კონტროლის ინსტანციაზე
errors
თვისებას, რომელის შეგვიძლია ვალიდაციის მესიჯებისთვის გამოვიყენოთ.
შესაძლებელია წინასწარ შექმნილი ვალიდატორების გამოყენება ან სულაც ახალი
ვალიდატორის შექმნა.
ამ თავში ვისწავლით:
- ჩაშენებული ვალიდატორების შესახებ;
- ვალიდატორის შექმნას, რათა ვალიდატორი ჩვენს კონკრეტულ საჭიროებებს მოვარგოთ;
- ვალიდაციის მესიჯების გამოსახვას, რათა მომხმარებელს ვანიშნოთ როგორ უნდა შეავსოს ფორმა.