Control Flow
ანგულარის მე-17 ვერსიიდან საშუალება გვაქვს, რომ სტრუქტურული დირექტივების
მაგივრად გამოვიყენოთ ახალი control flow სინტაქსი, რომლითაც ვმართავთ თემფლეითში
რა უნდა გამოჩდეს და როგორ უნდა გამოჩნდეს. ამ სინტაქსის ქივორდები @
სიმბოლოთი იწყება
და ძალიან ჰგავს ჯავასკრიპტის სტანდარტული if/else/switch/for
სინტაქსს.
გაითვალისწინეთ, რომ ეს control-flow არის development preview-ში. ანუ ანგუალრის ახალ ვერსიებში მისი გამოყენების და ფუნქციონირების სპეციფიკა შეიძლება შეიცვალოს.
@if
ბლოკი
@if
ბლოკი მიწოდებული პირობის ჭეშმარიტების მიხედვით გამოაჩენს მის ბლოკში
არსებულ კონტენტს.
დავუშვათ კლასში ვინახავთ ორ თვისებას:
a = 1121;
a = 1118;
თემფლეითში ამ ცვლადებისგან შეგვიძლია პირობითი ექსფრეშენის შედგენა:
@if (a > b) {

{{a}} is greater than {{b}}

როგორც ჯავასკრიპტის if
ბლოკს, ანგულარის თემფლეითში @if
-ს შეგვიძლია
მოვაყოლოთ @else
ახალი პირობით ან პირობის გარეშე:
@if (a > b) {

{{a}} is greater than {{b}}

} @else if (b > a) {

{{a}} is less than {{b}}

} @else {

{{a}} is equal to {{b}}

ექსფრეშენის შედეგის ცვლადად გამოტანა
ხშირად რაღაც ექსფრეშენის შედეგი (მაგალითად Observable
-ის შედეგი) გვინდა
რომ თემფლეითის ცვლადში შევინახოთ. @if
-ში ეს შემდეგნაირად შეგვიძლია:
@if (users$ | async; as users) {
{{ users.length }}

@for
ბლოკი
მასივის თითოეული ელემენტის დასარენდერებლად ვიყენებთ @for
ბლოკს, რომელიც ჰგავს
ჯავასკრიპტის for of
სინტაქსს.
დავუშვათ, რომ კომპონენტის კლასში ვინახავთ შემდეგ მასივს:
items = [
{ name: "ტარიელ", id: "0142"},
{ name: "ავთანდილ", id: "0153"},
{ name: "ფრიდონ", id: "0294"},

თუ თემფლეითში მათი სიაში გამოსახვა გვჭირდება:

@for (item of items; track item.id) {

{{ item.name }}

ყურადღება მიაქციეთ, რომ აქ track
ექსფრეშენი სავალდებულოა.
ეს უკანასკნელი არის NgFor
დირექტივის trackBy
ფუნქციის ალტერნატივა.
ჩვენ შეგვიძლია თემფლეითშივე მივუთითოთ რის მიხედვით განასხვავოს
ანგულარმა მასივის ელემენტები ერთმანეთისგან. ამ მაგალითში
თითოეულ item
-ს პირობითად გააჩნია უნიკალური id
ატრიბუტი.
თუ უნიკალური ატრიბუტი არ გვაქვს, შეგვიძლია trackBy
-ს პირდაპირ იტერაციის ამჟამინდელი ერთეული მივაწოდოთ:
@for (item of items; track item) {

{{ item.name }}

$index
და სხვა იპმლიციტური ცვლადები
@for
ბლოკის შიგნით საშუალება გვაქვს გამოვიყენოთ იმპლიციტური ცვლადები,
რომელსაც ანგულარი ლუპში გვაწვდის, მაგალითად $index

@for (item of items; track item.id) {

{{ item.name }} {{$index}}

იმპლიციტური ცვლადების ჩამონათვალი:
$count
- მასივში არსებული ელემენტების რაოდენობა$index
- მიმდინარე იტერაციის ინდექსი$first
- მიმდინარე იტერაცია არის თუ არა პირველი$last
- მიმდინარე იტერაცია არის თუ არა ბოლო$even
- მიმდინარე იტერაცია არის თუ არა ლუწი$odd
- მიმდინარე იტერაცია არის თუ არა კენტი
ეს ცვლადები ამ სახელებით ყოველთვის ხელმისაწვდომია, თუმცა
მათგან ალიასების შექმნაც შეგვიძლია let
სეგმენტით:

@for (item of items; track item.id; let idx = $index; let e = $even) {

{{ item.name }} {{idx}}

@empty
ბლოკი
ჩვენ შეგვიძლია @for
ბლოკს მოვაყოლოთ @empty
ბლოკი, რომლის შიგთავსიც
მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოჩნდება, თუ მასივი ცარიელია:

@for (item of items; track item.id) {

{{ item.name }} {{$index}}

} @empty {

აქ არაფერია!

@switch
ბლოკი
@switch
ბლოკი ჰგავს ჯავასკრიპტის switch
-ს, სადაც შეგვიძლია კონკრეტული
მნიშვნელობის სხვადასხვა შემთხვევების მიხედვით გამოვაჩინოთ ინფორმაცია:
@switch (condition) {
@case (caseA) {
Case A.

@case (caseB) {
Case B.

@default {
Default case.

პირობის ექსფრეშენის მნიშვნელობის შედარება ქეისთან ხდება ===
(მკაცრი ტოლობის) ოპერატორით.
@switch
-ში არ ხდება ჯავასკრიპტისთვის ჩვეული fall-through,
ამიტომ break
ან return
-ის მსგავსი ქივორდები არ გვჭირდება.
@default
ბლოკი არასავალდებულოა. თუ ის არ არსებობს და არც ერთი @case
არ გამოდგა ჭეშმარიტი,
მაშინ შედეგად არაფერი გამოჩნდება.