ანგულარის ქართული გზამკვლევი
ეს წიგნი არის Angular ფრეიმვორქის არაოფიციალური სახელმძღვანელო, სადაც შესაძლებელია გაეცნოთ ფრეიმვორქის ძირითად კონცეფციებს, ტექნიკებსა და პრაქტიკის საუკეთესო პატერნებს. ეს წიგნი არ არის ტექნიკური დოკუმენტაცია ან ცნობარი, ანუ რეკომენდირებული არ არის ამ წიგნის გამოყენება აბსოლუტურად ზუსტი ფაქტობრივი ტექნიკური ინფორმაციის მოსაძიებლად. ამ წიგნის დანიშნულებაა, რომ ეტაპობრივად გაგაცნოთ Angular-ს.
თითოეული თავი გარკვეულწილად გამომდინარეობს წინა თავებიდან, შესაბამისად რეკომენდირებულია (თუმცა აუცილებელი არ არის) რომ თემების შესწავლას მიჰყვეთ თანმიმდევრულად. ყოველი თავი ეფუძნება წინა თავში განხილულ თემას, თუმცა კოდის მაგალითები ხშირ შემთხვევაში უნიკალურია თითოეული თავისთვის, ამიტომ თუ გსურთ რომ მხოლოდ კონკრეტული თავის თემა შეისწავლოთ, წინა თავებში არსებული კოდი არ დაგჭირდებათ.
ეს წიგნი გათვლილია დამწყებ ვებ დეველოპერებზე, რომლებმაც უკვე იციან:
- როგორ მუშაობს web-ი
- HTML/CSS-ის საფუძვლები
- JavaScript-ის საფუძვლები
- TypeScript-ის საფუძვლები
გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ ამ წიგნიდან მიღებული ცოდნა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ანგულარს სრულფასოვნად დაეუფლოთ – ამას სჭირდება დამატებითი რესურსების მოძიება, დამოუკიდებლად პროექტების აწყობა და მთლიანობაში კონსისტენტური და ხანგრძლივი შრომა. ამ წიგნიდან შეძლებთ აითვისოთ ის საბაზისო ცოდნა, რომლის საფუძველზეც უკვე თავდაჯერებულად შეძლებთ პატარა ვებ აპლიკაციების აწყობასა და შედარებით უფრო სერიოზული ტექნიკების ათვისებას.
წიგნი შექმნილია ფრიდონ თეთრაძის მიერ.
ამ საიტის მასალა ეყრდნობა ანგულარის ოფიციალურ დოკუმენტაციებს: